wishlist0

რამდენადაა შესაძლებელი საქართველოში ეკო მეგობრული ინფრასტუქტურის განვითარება?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა თვისებრივი კვლევის სახით ფოკუს ჯგუფი, მოწვეული იყო 10 სხვადასხვა სფეროს ექსპერტი:
ეკო მეგობრული ინფრასტრუქტურისა და თანამედროვე გამოწვევების,  ტენდენციების საკითხებზე.

 

ფოკუს ჯგუფის წევრები იყვნენ:

 

მოდერატორი (0) ბიზნესის ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის ბაკალავრი;

მონაწილეობა მიიღო 10-მა ექსპერტმა:

ექსპერტი (1) ბიოლოგ-აგრონომი;

ექსპერტი (2) საავეჯე მასალების დარგის მცოდნე;

ექსპერტი (3) ჯანდაცვის საკითხების წარმომადგენელი;

ექსპერტი (4) ეკოლოგი, გარემოსდამცველი;

ექსპერტი (5) პროექტმგეგმარებელი, მდგრადი განვითარების არქიტექტორი;

ექსპერტი (6) მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკოინფრასტრუქტურის

არქიტექტორი;

ექსპერტი (7) ბიოლოგი, ეკოლოგიური პროდუქტების კუთხით საქართველოში

მოწინავე მეწარმე;

ექსპერტი (8) კონსტრუქტორ არქიტექტორი;

ექსპერტი (9) ეკონომისტი;

ექსპერტი (10) ეკონომისტ, ბიოლოგი.

 

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (1) საცხოვრებელ და სამუშაო ადგილას არსებული მდგომარეობა.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები დაბინძურებულ გარემოსთან და დაჭუჭყიანებულ ჰაერთან მიმართებით.

 

შეფასება/ინტერპრეტაცია (1) საცხოვრებელ და სამუშაო ადგილას არსებული მდგომარეობა.
ექსპერტი (2) ამბობს, რომ: დაახლოებით 10 წელია უკვე რაც გაუსაძლისი მდგომარეობაა, ზანდუკელის ქუჩაზე, შეუძლებელია ცხოვრება, მანქანას ვერ აჩერებ, ყოველდილას რესპუბლიკის მოედნიდან წამოსული ჰაერი და საშინელი სმოგი ამ ყველაფერს ძირს უთხრის. ასევე ამბობს, რომ გერმანიაში, რომ ცხოვრობდა სახე გადაკრიალებული ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ, კერძოდ გერმანიაში ონკანიდან სვამდა წყალს, რომელიც მეორე კატეგორიის გაფილტრული წყალი იყო, არანაირი პრობლემა შეჰქმნია, ისიც კი დასძინა, რომ იქაური წყალი საქართველოს უმაღლეს გაფილტვრასაც კი სჯობნიდა.

 

ექსპერტი (4) ამბობს, რომ: გერმანიაში ყველანაირი ტექნოლოგიით დამუშავებული და წყალია და შეიძლება ითქვას, რომ ის მკვდარი წყალიც კია და არაცოცხალი.

ექსპერტი (3) ამბობს, რომ: „ჩვენთან სამწუხაროდ ჭები და წყლები ძალიან ბევრი“ დაბინძურებულია რაიონებში.

ექსპერტი (4) ამბობს, რომ: ტიციანის, ჟვანიას ქუჩაზე მანქანით გამოსვლა პრობლემაა. საშინელი მტვერია, გამონაბოლქვია, მოძრაობაა, ხმაურია და ყველა უბედურება, რაც გარემოს აზიანებს. დღეს  ასეა, 10-წლის წინ  ესე არ იყო და ცხადია მიმართულება და განვითარება, უფრო უარყოფითისკენ მიდის, ვიდრე დადებითისკენ.  „ქალაქში არის დღეს 44 ხევი, აი მიახლოვებით ისეთივე მასშტაბით, როგორიცაა ვარაზისხევი, გლდანის ხევი, იგივე ვერა, ზევით და ა.შ“ ეხლა დგას საკითხი რომ ეს ხევები საშინელ მდგომარეობაშია. ანტისანიტარიაა კანალიზაციის მიმართულებით, პრაქტიკულად სისტემაა მოუწესრიგებელი. დღეს უკვე საკითხი დგას მდგომარეობის აღმოფხვრის მიმართულებით, ახლახანს თემქის ხევის პროექტი გაკეთდა. „მტკვრის საკითხია სერიოზულად გადასაწყვეტი და უამრავი პრობლემა დგას“ გარემოს გაჯანსაღებასთან დაკავშირებით.

ექსპერტი (3) ამბობს, რომ: სამედიცინო ჭრილშო რომ შევაფასოთ 1970-იან წლებში, რომ გვასწავლიდნენ, „თბილისი იყო ბუნებრივად განიავებადი ადგილი, ორივე მხრიდან გარკვეულ ჭრილში ქროდა ქარი, ეხლა ჩაიკეტა, ყველა განიავების ზონა.“ „ძალიან ცუდი გაკეთდა, როცა დაიდგა იუსტიციის სახლი სანაპიროზე. არა იმიტომ, რომ ის ვიზუალურად ვინმეს მოსწონს, ან არ მოსწონს. უბრალოდ იმხელა შენობაა, რომ მთლიანად თავისუფლების მოედნისა და სოლოლაკის სავენტილაციო კარიდორი დახურა. კომუნისტების დროს ამხელა შენობების დადგმას  არ დაუშვებდნენ. იქ იყო კორტები, ბასეინი, რომელსაც ნაგებობა არ ჰქონდა, რომ არ დაეფარა მიმდებარე ტერიტორია. აი ეს პრობლემა დღეს არის აქტუალური. დიდი დიღომი ძალიან კარგია, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი სავენტილაციო, იქ ეხლა რომ დაიდგა ამხელა სახლები.“ თბილისში გარდა იმისა, რომ ჩვენ ნარჩენებს ვყრით, ცემენტი, გაჯი, ქვიშა ყრია და მანქანის გამონაბოლქვი, უსაზღვროდ დიდი ოდენობით შეიმჩნევა. თუმცა ბუნებრივ ზონებს ვსპობთ. რომ მკითხო დღეს თბილისში ცხოვრება, არ შეიძლება. თუმცა ალბათ არის უბნები სადაც შეიძლება. მე ჩემ ადგილას, ეს შეუძლებლად მიმაჩნია, მითუმეტეს ბარნოვი, რომ დაკეტეს ცალმხრივი მოძრაობა გააკეთეს, მე ვცხოვრობ ხიდი სადაცაა, აი პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ როცა  გადაწმინდავენ მტვერს, თუ ბარნოვის მხარეს ფანჯარა გავაღეთ, 3-4 წუთში, რჩება შთაბეჭდილება, რომ მტვერი არასოდეს გადაუწმენდავთ. „ის კი არა, აი ძველ სახლში, რომ შეხვალ სადღაც სოფელში, რომელიც დაკეტილია, გახსნი და ნახავ მტვერს, სწორედ ისეთივე ედება 3-4 წუთში ზუსტად და თან, თუ ეს მტვერი მშრალი ტილოთი არ გადაწმინდე ზეთიანია, იმიტომ, რომ გამონაბოლქვია. საშინელებაა. მე რომ მკითხო, ძალიან გაზრდილია საქართველოში ონკოლოგიური დაავადებები და ეს არის პირველ რიგში დაბინძურებული ჰაერის ბრალი.“

ექსპერტი (1) ამბობს, რომ: „საკვებს დავამატებდი კიდევ მე, პესტიციდურ ნარჩენებს.“  საქართველოს გამოცდილების განხილვის შემდეგ ექსპერტ (3)-ს მოჰყავს უცხოური მაგალითიც და ამბობს, რომ: „კი ნამდვილად, 1998-1999 წლებში, ლონდონი იყო ყველაზე ბინძური ქალაქი ევროპაში. 2008 წელს, ამსტერდამში იყო კონფერენცია, სადაც ლონდონი, გამოაცხადეს ყველაზე სუფთა ქალაქად. 2003 წლამდე ტემზაში არ იყო თევზი საერთოდ, 2003 წლიდან თევზის 240 ჯიში გაჩნდა. შედიან სელაპები, დელფინები.“ რამ გამოასწორა მდგომარეობა? „პირველ რიგში პარკინგი, ლონდონის ცენტრში ვერ გაივლი  მანქანით ისეთი ფასები აქვთ, რომ არავინ დადის.“ „აკრძალეს ბუხრები. ინგლისში ყველაზე მეტად პრობლემას წააწყდნენ თურმე ბუხრის გამო, ქვანახშირი“ შეამცირეს. დღეს არის ყველაზე სუფთა ქალაქი ევროპაში. ნუ ტემზა არის ისეთი სუფთა, რომ წარმოიდგინეთ რა. ესეიგი შესაძლებელია ხო, თუ სურვილია და ფინანსური მხარდაჭერა.“

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „თბილისის ცენტრალურ ადგილებში, ერთეულ სივრცეში პოპულაციის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მანქანას ვერ გააჩერებ, ვერ გადიან, საცობია, ადამიანს სახლში მისვლამდე სჭირდება დაახლოებით 2 საათი.”

ექსპერტი (8) ამბობს, რომ: „მე გარეუბანში ვცხოვრობ, იმ ქუჩაზე სადაც დავუშვათ ერთი მანქანა იდგა, ეხლა მანქანას ვეღარ ვაჩერებ, რაც ცარიელი ადგილები იყო შეივსო კორპუსებით. ისინი წარმოდგენილია მინიმუმ 12 სართულით.“ „ქალაქი არ აძლევს იმის საშუალებას, რომ თავისუფალ ადგილას კანალიზაცია და გზა მიიყვანო. ცარიელი ტერიტორია ყველაზე მომგებიანია ინვესტორისთვის, ის ყიდულობს იმ ტერიტორიას, სადაც მეტად  უადვილდება პროცესი.“ ეს ტენდენცია არის, იქნება, გაგრძელდება და საბოლოო ჯამში ყველგან მივიღებთ ვაკეს და ვერას.

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (2) ეკო, მწვანე ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების ქალაქების მომავალი.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, ეკოლოგიურად სუფთა ქალაქზე, რომელიც მხარდაჭერილია ყველა თანამედროვე ტექნოლოგიით. მიმოიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

 
შეფასება/ინტერპრეტაცია (2) ეკო, მწვანე ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების ქალაქების მომავალი.
ექსპერტი (1) ამბობს, რომ: დღეს ურბანდაგეგმარებაში ძალიან აქტუალური საკითხი, გარემოს დაბინძურებაა, ის საქართველოსთვის ძალიან მწვავე საკითხია, რადგან ტრანსპორტი, სეისმური მშენებლობა, რომელიც ადრე თუ გვიან იჩენს თავს ისეთ ადგილებში, როგორიცაა თბილისი შესაძლოა დამანგრეველი შედეგი მოიტანოს.  საქართველოს ვანგარიშობთ 9-ბალიან სეისმურ ზონად, ეს არის ძალიან მაღალი სეისმურობა. დღეს თუ მიწისძვრა არ ხდება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის არასოდეს მოხდება. ამდენად ეს თემები ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან. ავტორს, მოჰყავს უცხოური გამოცდილებაც და ამბობს, რომ: მწვანე ურბანიზმის მხრივ წარმატებული ქვეყნები არიან, სამხრეთ კორეა, მალაიზია, სინგაპური. სინგაპურელებს, საერთოდ უნარჩენო ტექნოლოგიით მშენებლობა სჩვევიათ და მასში იგულისხმება, ის რომ ატმოსფერული ნალექის აბსოლუტურად სუფთა პროდუქტად გადაქცევა შეუძლიათ. წვიმის წყალს ისინი იყენებენ სარწყავად, ლამის დასალევადაც კი. ასევე დაამატა, რომ: ეს უკანასკნელი ქალაქი არის ქალაქ-სახელწიფო, მოგეხსენებათ ეხლა  საქართველოს მესამედი ტერიტორია აქვს და 5 მილიონზე ცოტა მეტი კაცი ცხოვრობს, მაგრამ რომ დადიხარ ამ ქვეყანაში სრულად შეიგრძნობ მის სიდიადეს. ძალიან დიდი რესურსების მქონე ქვეყანაა. აქ ცხოვრობს ცოტა ხალხი ტერიტორიასთან შედარებით და ყველა არის ბედნიერი, იმიტომ, თითოეული მათგანი მშვენივრად გრძნობს თავს. ამავე დროს, მათ აქვთ თითქმის 0-ოვანი ემისია გამონაბოლქვის მხრივ. ესენი კარნახობდნენ მსოფლიო პოლიტიკას, თუკი რამე ახალი ხდება მწვანე ურბანიზმში, ჯერ ყველაფერი ამ ქვეყანაში ინერგება ხოლმე. კერძო ტრანსპორტი დადის ძალიან ცოტა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის ისეთ დონეზე განვითარებული, რომ აბსოლუტურად არანაირი სურვილი არ გაქვს,  სხვა საშუალების გამოყენებისა. მოსახლეობა არის ისეთი, რომ მათ მენტალობაში ზის სწორი ურბანული პოლიტიკა. იქ არ არის აუცილებელი, რომ ლექციები უკითხო, პარლამენტმა მიიღოს რაღაც გადაწყვეტილებები, რომ ხალხმა რაღაცები შეცვალოს.  ბოლო 90 წლის განმავლობაში ეს ქალაქი ძალზედ განვითარდა. პრემიერი ჰყავდა ისეთი, რომელმაც ეს ქვეყანა ამოიყვანა კორუფციის ჭაობიდან.

 

მე ძალიან ბევრი ექიმი მყავს, ოჯახის წევრებიც და გარშემოც. ყველა დაკავებულია თავისი საქმით რაღაცებს აკეთებენ, მაგრამ აი მთავარი საქმისკენ, რაღაც ჩვენ ხელი არ მიგვდის, ამასაც თავისი მიზეზები და საფუძველი აქვს. ახლა კი მნიშნველოვანია ანალიზი იმ კომპლექსისა, რომლის თვისებაცაა იყოს „ახალი დიდად განვითარებადი კომპლექსური მოდელი, რომელიც მარჯანივით აითვისებს ნებისმიერ რელიეფს და ყველგან შექმნის ამ მწვანე განვითარებას. ცოტა ადრეა ჯერ ასეთ საკითხებზე საუბარი, თუმცა მნიშვნელოვანია ყოველი ნაბიჯი გადადგმული მდგრადი განვითარებისკენ. ხარჯთაღრიცხვა თუ არ იქნება კონკურენტუნარიანი თვითონ თავის თავში სტრუქტურულად ჩამოყალიბებული, ინვესტორი მას ხელს არ მოჰკიდებს. სახელმწიფოს მხრიდან ეს გამორიცხულია თბილისი ვერ ქმნის თუნდაც ლტოლვილთა გადანაწილებას და ისინი თავს ხან სად შეაკედლებენ ხოლმე და ხან სად. ახლა სახელმწიფომ რა უნდა გააკეთოს ან თუნდაც ქალაქის ბიუჯეტმა, ვერ შექმნილა ურბანული განვითარების ფონდი. საჭიროა კვლევის გაგრძელება, დამატებითი თანხების მოზიდვა და ახალი პარტნიორების ძიება, რომლებიც აი ამ კომპლექსურ მოდელის შექმნისთვის კიდევ უფრო დიდი დახმარების გამწევნი აღმოჩნდებიან. არაბეთის ემიგრანტებში შენდება ესეთი ქალაქი მაზდა, 30% უკვე აშენებულია. ეს ქალაქი შენდება 0-დან და თუ კი დღეს რამე შეუქმნია მეცნიერებას  მომავლის ქალაქების მიმართულებით ყველა ტექნოლოგიაა გამოყენებული. ჩვენ კი საქართველოში  მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ, ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს  სივრცითი რესურსის, საჭიროა ნებისმიერი საქმისადმი განსხვავებული მიდგომები. მეორე მხრივ, თბილისისის ლამის 75% არის რთული რელიეფი და ჩვენ არ გვაქვს რთული რელიეფის სპეციალური ტიპის სახლების მშენებლობა და ტექნოლოგიები ათვისებული. საუბრობს, იმაზეც, რომ: გულსისხლძარღვთა სისტემისთვის სახარბიელო მაინცდამაინც არ არის ბოლო სართულზე ადამიანთა დიდხანს ყოფნა, ამიტომ ამის პრევენციისთვის გარკვეული ღონისძიებების შემუშავებისკენ მოგვიწოდებს.

თუ ვისაუბრებთ ადგილობრივ გამოცდილებაზე, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითია  აბასთუმანი, ამჟამად აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები ტარდება. ერთი საკითხია, რომ აბასთუმნის ცენტრი გახდეს სუფთა, იქ არ არის ლაპარაკი ძალიან სერიოზულ მშენებლობებზე და მასშტაბურ საკითხებზე, ეს ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე სუფთა ადგილია და ეს  ცხადია, მხოლოდ საქართველოში კი არა პოსტსაბჭოთა სივრცეშიც.

ექსპერტმა (3) ამბობს, რომ: იმიტომაც დგას იქ ობსერვატორიები.

ექსპერტი (5) ავსებს ექსპერტის აზრს: „ყველაზე გამჭირვალე ფენებია ჰაერის და ყველაზე სუფთა ადგილები, ფიჭვნარი, აქროლვადი, ზეთოვანი გამონაყოფი.“

ექსპერტი (3) აღნიშნავს, არასასურველი ფაქტის შესახებ, რომ: „ყოველ ზაფხულს, ბორჯომის, აბასთუმნისა და ახალციხის ხეობაში, ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით დიზენტერიაა, ნაწლავური ინფექცია მატულობს. რატომ იცით აი ბორჯომში დაახლოებით 40 წელია, რაც არ გამოცვლილა სათავე ნაგებობის ფილტრი.“

ექსპერტი (5) ამბობს, რომ: ძალიან მძიმე სიტუაციაა ეს არის მძიმე მემკვიდრეობა როგორც მშენებლობაში ასევე გარემოს არ დაცვასა და მოვლაში და ა.შ… ბიუჯეტში მდგომარეობა, იმდენად მძიმეა, რომ რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩინეთში ვთხოვე ერთ-ერთ კომპანიას სწრაფადმავალ ტრანსპორტთან მიმართები კონსულტაციის გაწევა თბილისის ზღვის გარშემო 10 კილომეტრი, დასრულებულ პერიფერიებზე ზღვის უბანში ახალი თანამედროვე გზის გაყვანა რა თანხა დაჯდებათ თქო? ერთ-ერთმა ყველაზე იაფად შემსრულებელმა ფირმამ, თქვა, რომ: „ერთი კილომეტრი 60 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება, ჩქაროსნული მატარებელიო, დაახლოებით იგივე ესაჭირეობა თანამედროვე ტრამვაისაცო. მე ვუთხარი რას ლაპარაკობ ესეიგი 600 მილიონი დოლარი მეთქი, რამდენი გაქვთო ქალაქის ბიუჯეტში ფული გამოყოფილიო ამ კუთხითო? 2015 წელს ქალაქის ბიუჯეტში ტრანსპორტის მიმართულებით ერთი მილიონ რვაასი ათასი ლარი იყო გამოყოფილი. შენ თუ გინდა რომ პილოტ პროექტი გააკეთო და  სუფთა ტრანსპორტი ამოძრავო ზედ, აი ასეთ ციფრებამდე მიხვალ საბოლოო ჯამში.  გაეროში  1995 წელს მოხსენება გავაკეთეთ,  „მხოლოდ თბილისის ფონდს რეკონსტრუქციის დროს 760 000 000 დოლარი სჭირდებოდა მარტო საცხოვრებელს. სხვა ინფრასტრუქტურაზე არ იყო საუბარი. დღეს ეს ციფრი ასულია დაახლოებით სამ მილიარდ დოლარამდე, მხოლოდ საცხოვრებლის რეკონსტრუქცია. ასეთი მძიმე სურათი იმიტომ არის, რომ ის რაც შენდება ის, ხომ არ არის ევროსტანდარტი, ის ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებ, ყოველ შემთხვევაში, მისი უდიდესი ნაწილი მაინც.

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: ვიცნობდი ბ-ნ შალვა ჯაბუას, სამშენებლო ფაკულტეტის დირექტორი იყო… სხვა ყველაფერთან ერთად 15 ხიდი აქვს აშენებული ცხოვრების განმავლობაში. ის ამბობდა, გერმანიაში სახლები მინახავს, რომელიც ფუნდამენტის 1/3-ზე იდგაო. ყოველ შემთხვევაში, ამ კაცის ნებართვის გარეშე თბილისში სახლი არც შენდებოდა და არც ინგრეოდა და ყოველთვის ამბობდა, მთელი თბილისი ზის ბომბზე, ღმერთმა დაიფაროს, თბილისში მოხდეს ოდნავ იმაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა, ვიდრე წარმოგვიდგენია და აქ იქნება მეორედ მოსვლაო.

ექსპერტი (5) უცხოური გამოცდილებაზე დაყრდნობით ამბობს, რომ: „იაპონელები წყალზე აშენებენ ნაგებობებს და საერთოდ მაგათ, რომ სეისმიკა აქვთ ისეთი არავის აქვს მსოფლიოში. აი მაგ: ხელოვნური კუნძული შექმნეს და იმაზე ააშენეს აეროპორტი კობესტრა, ეს იმიტომ, რომ მიწა არ აქვთ და ცოტახანში მოხდა მიწისძვრა და ნახევარი კობე დაანგრია, კუნძული არის ავტობანით დაკავშირებული მიწასთან, 27 კმ-რი წყალზე გადის.“ კობედან გადადიან ამ საერთაშორისო აეროპორტში და მიფრინავენ. ისეთ დონეზე აქვთ ეს ყველაფერი გათვლილი, რომ კობეს აეროპორტში მიწისძვრის დროს მხოლოდ ორი მინა გაიბზარა.  თუმცა რა მოხდა იცით, ცოტა ხანში ამ კუნძულმა დაიწყო დაძირვა, რაღაცა მაინც შეეშალათ. კი არ შეეშალათ, ბუნებას ვერ აღუდგები წინ. ესეთი დასკვნა გააკეთეს, რომ ბუნებას არ უნდა ებრძლოლო და არ უნდა იურჩო, უნდა იყო მასთან, რომ იტყვიან მეგობრულ, ჰარმონიულ დამოკიდებულებაში…ყველა კერძო მფლობელი ეძებს რომ რაღაც სწორ ადგილზე და რელიეფის დამუშავების გარეშე ააშენოს, რადგან ასე შენება ბევრად ძვირი ჯდება, მაგრამ მეორე ამბავია, თუ ჩვენ ავითვისებთ რთულ რელიეფს, თავისუფალი დაგვრჩება ის ძვირფასი ტერიტორია, მტკვრის კალაპოტის გასწვრივ. შემდეგ იმის რეკონსტრუქციას თუ მოვახდენთ, ჩვენ გვექნება ძალიან კარგი ქალაქი. თუნდაც მაზდარი და თუნდაც ეხლა დააკვირდით სად ხდება ხოლმე  ეკო ქალაქების  მშენებლობა, ესენი არიან მყარად ფეხზე მდგარი ქვეყნები.

 

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (3) მსოფლიო ტენდენციები მწვანე არქიტექტურულ კომპლექსების ირგვლივ, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებების მიმოხილვა დაავადებებისა თუ ფსიქოლოგიური აშლილობების ჭრილში. 

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები ეკოლოგიურად სუფთა ქალაქის პლუსებსა და მინუსებზე.

 

შეფასება/ინტერპრეტაცია (3) მსოფლიო ტენდენციები მწვანე არქიტექტურულ კომპლექსების ირგვლივ, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებების მიმოხილვა დაავადებებისა თუ ფსიქოლოგიური აშლილობების ჭრილში. 

 

 

ექსპერტი (2)-ის თქმით: „დახურულ სივრცეში მოხვედრილი ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად უფრო ძნელია ცხოვრება ვიდრე გაშლილ სივრცეში, აქ ორი აზრი არ არსებობს. ნერვოზები, ფსიქოზები, დახურულ სივრცეში მეტია, ვიდრე გახსნილში. ამიტომ არის, მაღალ და დახურულ სივრცეებში ზამთრის ბაღებით, ხელოვნური დახურული პარკებით რომ არის  წარმოდგენილი არეალი. რა თქმა უნდა ეკოლოგია მნიშნველოვანია…ამ ყველაფერს თავისი მახასიათებლები გააჩნია დადებითისა და უარყოფითის კუთხით. მე ეკოლოგიურად სუფთა ტერიტორიაზე რომ ვიცხოვრო, შეიძლება ბევრი რამე დავთმო, იმის სანაცვლოდ, რომ ასეთ გარემოში ვარ, თუმცა ერთმნიშნველოვნად ალბათ ჯერ-ჯერობით ძალიან ძნელია ამის თქმა, რა გავლენას მოახდენს ეს ადამიანის გარშემო არსებულ მდგომარეობაზე.“ „თუმცა არის რაღაც საკითხები, ეს ექსპერიმენტები ჩატარებულია,როცა რამდენიმეხანი იზოლირებულია ადამიანი თვითგანახლებად სტრუქტურაში, სადაც თვითონ მოჰყავთ ყველაფერი, ცხოვრობენ და ა.შ. აქ უკვე სხვა პრობლემებს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როგორიცაა ფსიქიკური, რომელიც ასევე იწვევს გარკვეულ უარყოფით შედეგებს და მეორე ძალიან დიდი მნიშნვნელობა აქვს მზის სხივებს ადამიანის ცხოვრებაში. ჩვენ ჰელიოტროპები ვართ, მზეზე დამოკიდებული პიროვნებები, ყველაზე მაღალი პროცენტი თვითმკვლელობებისა მსოფლიოში, განვითარებულ ქვეყნებში ხდება: დანიაში, ნორვეგიაში, შვედეთში. რომელიც ყველაზე მაღალი ხარისხის ქვეყებია, რატომ? იმიტომ, რომ მზის შუქია იქ ძალიან ცოტა. ჩვენ ხელოვნური საშუალებებს ვიყენებთ დანაკლისის შესავსებად, იგივე სოლარიუმები და სხვა, ყველაფერი აქედან არის წამოსული, რომ საჭიროა მზის სხივი. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ როცა ასეთ რაღაცაზე ვფიქრობთ, აბსოლუტურად კარგია, შესაძლებელია ყველაფერი, თუმცა აუცილებელია მზის ულტრაისფერი სხივების გათვალისწინება. საჭიროა ცოცხალი და არა ხელოვნური შუქი…რა თქმა უნდა ამას ბევრი პლუსი აქვს. ყველაფერს, თავი რომ დავანებოთ სუფთა საკვები, სუფთა საცხოვრებელი, სუფთა წყალი და ის რომ ხმაური არ იქნება, რა თქმა უნდა გადასარევია.“

 

ექსპერტი (5) ავსებს ამ აზრს იმით, რომ: „მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არის უაღრესად აქტუალური თემა, ამიტომ არ იქნება კარგი, რომ შენ წვალებას და შრომას, რამე დააკლდეს. მარგი ქმედების კოეფიციენტი უნდა შეუქმნა პროექტს ძალიან მაღალი.“

ექსპერტი (3)-ის თქმით: „ბულაჩაურის ქუჩის ნახევარზე საველოსიპედე გზა რომ გავაკეთეთ, სადაც არავინ  არ დადის და გვერდზე საცობი შევქმენით იმიტომ, რომ იქ  ველოსიპედს ორმხრივად ემოძრავა, ჩემთვის ჯერჯერობით ნაადრევია“.

ექსპერტი (5) ამბობს, რომ: „მაგრამ ჯერ უნდა ჰაერი გაასუფთავო, ის სპორტსმენიც ხომ ვარჯიშობს.“

ექსპერტი (3) ამბობს, რომ: „კი რაღა თქმა უნდა, გამონაბოლქვში როგორია ეს ყველაფერი, უარესია და საქმე პირიქითაა წასული.“

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (4მსოფლიოში არსებული საშენი მასალების მიმოხილვა.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მოიყვანეს  ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებიდან მაგალითები, ენერგოეფექტური, დამზოგველი, ეკოლოგიური, ეკონომიური ქალაქების მიმართულებებით.

 

 

შეფასება/ინტერპრეტაცია (4) მსოფლიოში არსებული საშენი მასალების მიმოხილვა.

 

 

რესპოდენტ ექსპერტი (5) ამბობს, რომ: „ეხლა მაგალითად ბრიტანელებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მკვეთრად უნდა შეამცირონ მინის არქიტექტურა, იმდენი სჭირდება მის გათბობას, მის ვენტილაციას, რომ ბრიტანეთი, რომელიც მოგეხსენებათ, ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა ეკონომიკის თვალსაზრისით. ისიც კი თვლის, რომ ეს არის ქარს გატანებული ფული.“ თავის დროზე მინის არქიტექტურა რთული მოვლენა იყო, ისევე როგორც სხვა სხვა ტექნოლოგიები. მსოფლიოში ორ ქვეყანას შეუძლია ელექტროენერგიით საკუთარი თავის მთლიანად უზრუნველყოფა და თანაც ბუნებრივად აღდგენადი ენერგიით, ესენი არიან ნორვეგია და ამერიკის შეერთებული შტატები. თუმცა ისინი ამას არ აკეთებენ, იმიტომ რომ თვლიან რომ ეს ჯერ არ სჭირდებათ. ამიტომ  თბილისში, რომ იტყვიან საერთოდ არ საზღვრავენ მშენებლები და ინვესტორები რა განლაგება ექნება საცხოვებელ კომპლექსს და როგორ მოხდება მზის სხივების განაწილება თითოეულ ბინაში, ეს ყველაფერი კი საბოლოო მომხმარებლის კეთილდღეობაზე აისახება.
ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (5) ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში, მზის ბატარიების, წყლისა და ქარის გენერატორების გამოყენების მიმოხილვა.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მოიყვანეს  ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებიდან მაგალითები, განახლებად ელექტროენერგიის მიღების წყაროებთან დაკავშირებით.

შეფასება/ინტერპრეტაცია (5) ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში, მზის ბატარიების, წყლისა და ქარის გენერატორების გამოყენების მიმოხილვა.
რესპოდენტ ექსპერტი (5) ამბობს, რომ: „მზის ენერგია გვაქვს, შემდეგი სახის, ეს არის ბოჭკოვანი და ჩვეულებრივი, ე.ი როდესაც  შენ დენს მზისგან იღებ და მეორე როდესაც  მზის ბატარეებით ცხელ წყალსა და გათბობას რთავ, ეს უკვე სხვაა. საუბრობს, უცხოურ გამოცდილებაზე, კერძოდ კი: „ესპანელებმა გააკეთეს მზის ქვემეხი,  რომელიც მზის ტრაექტორიასთან ერთად ბრუნავს, ველზე იშლება, ძალიან საინტერესო დანადგარია“ მზის დაჭერის მხრივ მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი არის ყველაზე მაღალი რაც კი არსებობს. მანამდე იყო, რომ გარკვეული კუთხითა და გრადუსით უნდ დახრილიყო მზის პანელი, შემდეგ გაჩნდა უკვე კომპიუტირიზებული მოდელები, ტრაექტორიის მიხედვით ტრიალებს ის და ა.შ ეხლა კი საერთოდ აღარაა საჭირო ეს ქმედებები, ავტომატურ რეჟიმში ის თვითონ ბრუნავს…მზის ენერგიაზე დღეს მსოფლიოში, რომ გითხრა რომ 100% შეიძლება მუშაობდეს რამე, ჯერ არ შექმნილა ასეთი სისტემები, თუმცა ყველაზე მაღალი პროცენტი ეს არის 75-78% ენერგიით უზრუნველყოფა, როგორც საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის, ისე სხვა ობიექტებისა.  კომერციული თვალსაზრისით ამასაც მასშტაბურად ვერ ნერგავ. არიან ამაშიც ლიდერი ქვეყნები, თუმცა გარდა იმისა, რომ ძვირია, გვჭირდება დიდი ადგილი. მიუხედავად ამისა, მათ სახურავებზეც დგამენ და ამონტაჟებენ, უკვე მოფიქრებულია თანამედროვე აუთვისებელ სივრცეებში მათი გამოყენება: ზღვები, ოკეანეები და იქ დგამენ ქარის ტურბინებს და ა.შ“

 

ექსპერტი (6) ავსებს, ამ აზრს იმით, რომ: „მსოფლიოში პირველი გზა გაკეთდა საფრანგეთში, რომელიც: გაწვდის ინფორმაციას, გინათებს ღამე. ჩინელები მასობრივად იყენებენ ამ ტექნოლოგიებს.“

ექსპერტმა (5) გამოთქვა აზრი, რომ: „მწვანე დიდი პროჟექტორები ფასადების განათებისთვის გამოიყენება, რომლებიც ქვემოდანაც და ზემოდანაც ანათებენ. ძალიან ეკონომიურია. მალე იტენება და მათი აკუმულატორი ღირს ძალიან იაფი, რომელიც ინახავს ენერგიას და მზე რომ ჩადის შემდეგ ანათებს ხოლმე. საპარკე არქიტექტურაში ბევრი რაღაცა არის უკვე გამოტანილი, თანამედროვე და მნიშნველოვანი. ეხლა მიდის საუბარი, იმაზე, რომ მზის პანელი უფრო პატარა იყოს, პატარა ადგილი დაიკავოს, უფრო ძლიერი ბატარია ჰქონდეს და ა.შ.“

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (6) რა ტენდენციებია მსოფლიოსა და საქართველოში ჟანგბადის გამომუშავებასთან დაკავშირებით, რომელთა მთავარ აღმდგენით წყაროს ხე-მცენარეები წარმოადგენენ.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები, მოიყვანეს  ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებიდან მაგალითები, ჟანგბადის, ნახშიროჟანგისა და მცენარეთა დარგვა-მოვლასთან დაკავშირებით.

შეფასება/ინტერპრეტაცია (6) რა ტენდენციებია მსოფლიოსა და საქართველოში ჟანგბადის გამომუშავებასთან დაკავშირებით, რომელთა მთავარ აღმდგენით წყაროს ხე-მცენარეები წარმოადგენენ.
ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „შავ ფიჭვს რა დაემართა ყველამ ვნახეთ, სულ გახმა, ამასწინათ წავიკითხე, 1000 შავი ფიჭვი კიდევ დაურგავთ ქალაქში და საერთოდ მათ რა მომავალი აქვთ.“

 

ექსპერტი (1) დაუდასტურა, რომ: „საერთოდ არ უნდა იყოს შავი ფიჭვი თბილისში. ეს ცალკე სტიგმაა და ზონა არ არის ამისთვის აქ, ეს მცენარე გათვლილია დაახლოებით 60 წელზე და მეტზე არა, როცა 150 წელი შეუძლია ცხოვრობდეს ხე-მცენარე სასიცოცხლოდ მნიშნველოვან უფრო უკეთეს პირობებში, სხვაგან.“

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „მაგაშია საქმე, რომელი მცენარე რა ხანგრძლივობით, სად უნდა დაირგოს და იხაროს, დიდი ყურადღებით უნდა შეირჩეს.“

ექსპერტი (1) ამბობს, რომ: „თუმცა ეს ადამიანზეა დამოკიდებული, თუ დავრგეთ პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მის ზრდაზეც.“

ექსპერტი (4) ამბობს, რომ: „ცნობილი პროცესია, ფოტოსინთეზი, მიმდინარეობს ის და შემდეგ მცენარე გამოიმუშავებს ჟანგბადს“

ექსპერტი (7) ამბობს, რომ: „ბინაში რომ შევდივართ სტერილიზაცია ხომ გვჭირდება, ასევე D ვიტამინიც,  ამაში ორი აზრი არ არის და კიდევ ერთი საკითხია, ჩვენ თბილისში ჟანგბადის ნაკლებობა გვაქვს თუ ჰაერის დაბინძურების პრობლემა. მოდი შემადგენლობას გადავხედოთ, არ იცვლება ჟანგბადის დონე თბილისში ეს არის 19% მკაცრად, უბრალოდ ამ ჰაერის 100%-ში შერეულია მრავალი მძიმე, მავნე ელემენტი. ჟანგბადი გვაქვს, უბრალოდ ჰაერია დაბინძურებული, რომ ჩავისუნთქავ იმ 19% ჟანგბადს მას ჩასდევს სხვა რაღაცებიც, პრობლემა არის მინარევში. სახელმწიფოს, რომელსაც 40-45% აქვს რეგისტრირებული ტყე და გატყევებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20%-ტი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ჟანგბადის ნაკლებობას ადგილი არ აქვს. პირიქით დაბინძურების მეტობაა, ამაზე გავამახვილოთ ყურადღება.

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „ექსპერტები იძახიან, რომ დედამიწა უფრო გამწვანდებაო, იქიდან გამომდინარე, რომ ნახშიროჟანგის რაოდენობა იზრდება და მცენარეს უფრო მეტი საკვები ექნებაო, დიდად უცნაური ფაქტია.“

ექსპერტი (7) ამბობს, რომ: „საქართველოში ჟანგბადის ნაკლებობა არ ჭირს, უბრალოდ სუფთა ჰაერზე მეტად უნდა ვიზრუნოთ, დამაჭუჭყიანებლების შემცირების გზით.“

ექსპერტი (3) ამბობს, რომ: „საერთაშორისო სტანდარტით ქალაქში, 1 მაქანაზე უნდა მოდიოდეს 5 ფართოფოთლოვანი ხე, რომელიც შთანთქავს მანქანის გამონაბოლქვს.“

ექსპერტი (4) ამბობს, რომ: „მცენარესაც გააჩნია. ფოთლოვნებშიც შეიძლება იყოს განსხვავება.“

ექსპერტი (5) იმოწმებს, რომ: თბილისის გამწვანების კუთხით, მეტად არასახარბიელო მაჩვენებელი გვაქვსო.

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (7) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ენერგოეფექტური, ურბანული ქალაქისა და მასში  მავალი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, ურბანულ, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას აშენებულ ქალაქეზე, რომელიც მხარდაჭერილია უნიკალური მახასიათებლებითა და თვისებებით, რაც არ ავნებს ბუნებას, არ ხელყოფს და არ აზიანებს მას. მათ მიმოიხილეს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება.

 

შეფასება/ინტერპრეტაცია (7) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ენერგოეფექტური, ურბანული ქალაქისა და მასში  მავალი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.
ექსპერტი (5) ამბობს, რომ ეს ქალაქი: ლიკვიდური გახდება იმ თვალსაზრისით, თუ ხარჯებისა და მოგების ნაწილი დაბალანსდება ერთმანეთთან…საინვესტიციო დაგეგმარება შეიძლება გაკეთდეს და ნათლად გამოიკვეთოს ტენდენტციები. უდაოა, რომ ასეთ ბინას უნდა ჰქონდეს: მეურნეობა, ნაკვეთი, ტყე და ა.შ. მას სჭირდება, ბიოსაწვავი და ის არეალი, რომლიდანაც ეკო რესურსებს შეივსებს მცენარეების მეშვეობით და მოახმარს თავის თავს. ხარჯი იწერება ერთ მხარეს, მეორე მხარეს შემოსავალი და საინვესტიციო წინადადებას ორი ვარიანტის შემთხვევაში განიხილავენ, ესაა ერთჯერადი გაყიდვა. ამბობენ, რომ გამოჩნდა მულტი მილიონერი, რომელსაც შენ რომ იტყვიან ეჟვნები ჩამოკიდე ან გაქირავება და გარკვეული დროის შემდეგ ბინის გაყიდვა.

 

ექსპერტი (9) ამბობს, რომ: „დიდი ბოდიში მანდ სარგებელზეც ვისაუბროთ.“

ექსპერტი (5) თქმით: მოდი კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ, ეს მატრიცა ასეთია, სარგებლის გარეშე თუ მაგალითად 0-დან ფინანსდება ყველაფერი მოგება, რაღაც მაინც უნდა მიიღოს ინვესტორმა 2 წელიწადში, 5 წელიწადში თავისი ზედნადებით, რომ შემდეგ ის გაყიდოს, ამ შემთხვევაში ის დააფინანსებს პროექტს. ან მეორე შემთხვევა, ჩადებს იქ რისკებს და 20 წლის განმავლობაში, რომ არაფერი გაყიდოს და მხოლოდ გააქირავოს, აქედან შემოსული თანხით გადაფაროს ის ხარჯებიც, ნაწილი გაყიდოს, ნაწილი გააქირავოს და შემდეგ მიიღოს მოგება, ამის დათვლა შეიძლება სხვადასხვანაირად. მე გირჩევ, შეხედო ამას გამსხვილებული ბლოკებით: მიწის ღირებულება, როგორ შეაფასებ ამას. მოიხმარე კოლეგები, ეკონომისტები, არქიტექტორები, დამგეგმარებლები, მშენებლები და ძალიან მარტივად შეიძლება ამის გაკეთება. მეორე ეს არის პროექტის ღირებულება, პროექტი თუნდაც კონცეფტის იდეის დონეზე ცოტა ხორცშესხმული, რა ეღირება, რომ პროფესიონალები დასხდნენ შენთან ერთად და მიიყვანონ კონცეფცია ბოლომდე, რა დაჯდება ის.  სამშენებლო-სამონტაჟო ღირებულება, ტექნოლოგიური აღჭურვა, მოპირკეთება, ტერიტორიის კეთილმოწყობა, კომუნალური ხარჯები, შტატის ხელფასები, პირობითად 2-3 თვე, მანამ თავისთავს აკრეფავს, ხომ უნდა პერსონალი, დამლაგებელი, დარაჯი, ელექტროინჟინერი. ეხლა ამას თუ გამსხვილებულად შეაფასებ, შეიძლება იყოს შემოსავლები გაყიდვებიდან, იმისათვის რომ პროექტი რენტაბელური გახდეს და გაიტანო სახელმწიფოსთვის, უფრო კერძო ინვესტორთან (კომპანიასთან) სამუშაოდ. ესეთ პროექტებში დღეს ძალიან ბევრი უცხოური ფონდი, აბანდებს ფულს, ისინი დაგიფინანსებენ ამ პროექტს თუ შენ აკეთებ ამ ყველაფერს და მიიყვან ბოლომდე. შეიძლება ამის დათვლა არც ისე რთული იყოს. ვთქვათ აქ გამოგივიდა ხარჯები,  ორმოცდაათი მილიონი ევრო, ერთჯერადი გაყიდვიდან, მარკეტოლოგებით და ა.შ ეს ერთჯერადი გაყიდვიდან მიღებული თანხა ხომ კარგია და შეიძლება გაიყიდოს, ას ათი მილიონ ევროდ სიტყვაზე ვამბობ. ამ დროს ინვესტორი ინტერესდება მოგებასა და ხარჯს შორის სხვაობით. პირველ რიგში ეს არის გასაკეთებელი, როცა ეს გიჭირავს ხელში ინვესტორებთან საუბარი ადვილია, სხვამხრივ ცოტა არ იყოს რთულია.  მცირე პროექტია, 50 მილიონი ევრო, ინვესტორისთვის არაფერია, მსხვილი მოთამაშეებისთვის 500 მილიონი ეს არის უკვე დიდი პროექტი. ასე ძალიან საინტერესო შეიძლება გახადო პროექტი და „ მხოლოდ საქართველოზე სწორება არ გააკეთო, დაამუშავე მომავლისთვის, განვითარებული ქვეყნებისთვის.“

ექსპერტი (9) ამბობს, რომ: „იცით, ამ პროექტის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ კიდევ უფრო მეტად განვიხილოთ სოციალურ-ეკონომიკურ ჭრილში. როგორ გგონიათ, იმის გაზომვა რიცხობრივად რამდენადაა შესაძლებელი, ადამიანისთვის ჯანსაღი ხარისხობრივი სიცოცხლის წლების მატება 5-10 წლით თუნდაც, რამდენი მილიარდი დოლარი ჯდება ეს? აღნიშნული ესკიზურ პროექტი, რომელსაც ზუსტად ასეთი დატვირთვაც შეიძლება მიენიჭოს, თავისთავში შეიცავს ამ ელემენტებს და არ იქნება სწორი, თუ მის პოტენციურ ღირებულებას სხვა მხრივაც არ განვიხილავთ.“

ექსპერტი (8) თქმით: „ძალიან უხეშად რომ ავიღოთ, სპიტაკისა და რაჭის მიწისძვრამდე 7 ბალიანი იყო თბილისი, ეხლა 8 ბალიანია. ძალავნებურად, ძველი კორპუსები შესაძლოა 8 ბალამდე არ იყო აყვანილი. მაშინ კომუნისტური მმართველობა აღარ იყო, ზვიადის მთავრობა მოვიდა და ამის შემდეგ უფრო მეტად დაიწყო ხალხზე ზრუნვა და მეტად სეისმომედეგი კორპუსები აშენდა. უფრო საიმედოა ახალი შენობები, ისინი კარკასულია და არაა ცივი ბეტონის ფილებით ნაშენი. ის 7 ბალიანი ძველი კორპუსები რაც, არის წარმოდგენილი, მაშინ იმდენ რაღაცას იპარავდნენ და ისე აჩქარებდნენ მშენებლობას, რომ საბოლოო ჯამში არც ისე ხარისხიანად ნაშენია. ეხლა კი ჩვენი ბიუჯეტიდან, ყოველწლიურად მერია რაღაც თანხას ხარჯავს, გამაგრებით სამუშაოების ჩასატარებლად.

ექსპერტი (6) ამბობს, რომ: „აი მაზდარს რომ აკეთებდნენ, ეს არის ფოლსტერის მიერ დაგეგმარებული. დაახლოებით ერთი წელი მთელი ჯგუფი იყო ჩასული იქ, ისხდნენ აი ამ ძველ არაბულ დასახლებებებში, ითვლიდნენ მაჩვენებლებს, მზე სად როგორ გაანაწილებდა სხივებს. განიავება, ჩრდილი და იმის მიხედვით შექმნეს ის უნივერსიტეტი. მაზდარში ჯერ 30%-იც კი არ არის აშენებული, საუდის არაბეთშია თავად ეს ქალაქი. ბევრად უფრო მყარი კვლევებია ჩასატარებელი და გასაკეთებელი, კონკრეტული ადგილების მიხედვით საქართველოშიც კი… შენ კი შეგიძლია ლოგისტიკა, დაგეგმარება წარმოადგინო მეტად და გაშალო, სქემები და მნიშნველოვანი ინფორმაციები, ის ძალზედ ძვირფას მონაცემებს შეიცავს და როგორ იცოცხლებს ეს ქალაქი გვეხმარება ამის ნათლად წარმოდგენაში. თანაცხოვრების როგორი შესაძლებლობაა, ეს არის აზროვნების შეცვლა, მთავარი მეტი არაფერია.“ საქართველოში თუ ვერ მიხვდნენ, რომ შესაძლოა ელ.ველოსიპედი გამოიყენო მგზავრობისა და გადაადგილებისთვის, ხოლო შავ ჯიპს თუ არ გადააგდებ, ასე არაფერი გამოვა…კანადაში  და ამერიკაში არის ახალი ტენდენცია, “Urban agriculture”, სახურავებზე აკეთებენ ბაღებს, ძირითადად რესტორნები დგამენ მათ და მოჰყავთ:  კიტრი, პამინდორი, მწვანილი. “მე ძალიან მომწონს ეს. თუმცა ბოლო ხანებში რა ლიტერატურასაც ვკითხულობ, რატომღაც კარგად ვერ მუშაობს ეს.“ არ ვიცი რატომ, მაგრამ ხეებს ხომ ჭრიან იპოდრომზე, მოჭრიან 30 ხეს, მაგრამ შემდეგ აათრევენ და ქოთანში მდგარ პატარა ხეს  დაიდგამენ ხოლმე… ეს არასწორი მიდგომაა.

შენ შემთხვევაში „საინტერესო პროექტი უნდა შეიქმნას, რომ მისი გზა წავიდეს ჯანმრთელობისკენ და ეს იყოს ამომავალი, რომ  შენ ჯანმრთელობას ეხება და მოდი რა შენც ასე გააკეთე და მოიქეცი…ძალიან კარგია, დრონები თანამედროვე ტექნოლოგიები,  ფანტასტიურია.“

ექსპერტი (1) იმოწმებს, რომ: სახლის პირობებშიც შესაძლებელია მიკრომწვანილის მოყვანა თაროებში, „შუქის ორი სპექტრი გჭირდება, რეალურად ასე რომ გაზარდო მცენარე, საჭიროა 450 ნანომეტრი, ეს არის ლურჯი სინათლე, რომელიც ფესვთა სისტემის განვითარებისთვის არის და 650 ნანომეტრი, ეს არის წითელი სინათლე, რომელიც ფოთოლისა და მცენარის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.“

ექსპერტი (6) ამბობს, რომ: „განაშენიანების თვალსაზრისით გზების სამინისტრო ძალიან საინტერესოა, მაგ: შენობას აქვს სულ 400 კვ.მ დაკავებული და ესეთი არქიტექტურა მისაღებია. შესანიშნავია.

შენი კონცეპტუალური პროექტი შეიძლება უფრო სქემატურად დაამუშავო. არქიტექტურულ კონკრეტიკაში არ წახვიდე და უფრო ფართო ხედვით დასვა საკითხი, რომ ჯანმრთელობა არის ამომავალი წერტილი და შემდეგ გარშემო გადის ეს ყველაფერი. ფოტოვოლტგაიკებზე და ენერგეტიკაზე, რომ ვსაუბრობთ ის სადღაც წაკამათდება ხო, სწორედ იმათ წარმოებაზე რამდენი ოდენობით (CO) გამოიყოფა ის ცალკე საკითხია და შორს მიდის. ეკოლოგიაზე თუ ვსაუბრობთ, უნდა დავფიქრდეთ ის სად კეთდება და როგორ კეთდება. მასალა უნდა იყოს სუფთა.“

ექსპერტი (1) ამბობს, რომ: „ასეთმა ნივთებმა თავისი დასაბინძურებელი შესაბამის არეალში უკვე დააბინძურა, ფოტოელემენტების, აკუმულატორების დამზადების დროს.“

ექსპერტი (6) ამბობს, რომ მაგ: არქიტექტურაში არის ძალიან საინტერესო რამ, პასიური მზის სახლი ჰქვია, მე მქონდა შეხება მასთან, ამერიკელებთან ვმუშაობდი, ქართველებს ეს არ აინტერესებთ. დღის განმავლობაში ოთახში მზის სხივი შემოდის მაქსიმალურად და თერმული მასა იატაკში, რომელიც არ არის ჩვეულებრივი, იქ დევს აკუმულატორი. ძალიან მარტივად ერთი კვირის განმავლობაში სულ რომ არ იყოს მზიანი ამინდი, ის თავის სითბოს ყოველთვის მაინც უშვებს. ადამიანი, რომელსაც არ აქვს ის, რთავს გათბობას ზამთარში, იანვარში, როცა ის საერთოდ არ არის საჭირო. მე ვსაუბრობ რეალურ სურათზე 5 ადამიანისგან შემდგარ ოჯახს ცივი ამინდების დროს თავი მშვენივრად გააქვთ,  ფულს არ ხარჯავენ არაფერში, დაზოგილი თანხა კი გამოყენებულია სხვა საჭიროებებში.

ექსპერტი (7) ამბობს, რომ: „მაგრამ საინტერესოა, მზის სხივისგან მიღებულ მარტო სითბოზე ხომ არ ვსაუბრობთ, ჩვენ გვჭირდება სინათლეც.“

ექპსერტი (6) ამბობს, რომ: „ბაქტერიები, რა თქმა უნდა“ მნიშვნელოვანია.

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „საინტერესო ტენდენციაა, როცა ლაპარაკია, რომ ავტომობილი არ აბინძურებს. საუბარია, მხოლოდ და მხოლოდ გამონაბოლქვზე. სინამდვილეში, გაცვეთილი საბურავები ისეა შეწონილი ყველაფერთან, რომ  მტვერი მეხუთე სართულამდე ადის.“

ექსპერტი (1) ამბობს, რომ: ეს „კადნიუმია.“

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „პლიუს ამას, ხუნდები და  კიდევ რამდენი ათასი ტონა საბურავი მოძრაობს და ცვდება.“

ექსპერტი (1) დაამატა, რომ:  „ზეთები.“-ც.

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „ეს მთელი კომპლექსია.  ელექტოავტომობილი, რომ იქნება იმას რა საბურავი არ გაუფუჭდება, იმას ის ხუნდები სჭირდება ისევე, როგორც სხვა დანარჩენს.“

ექსპერტი (7) ამბობს, რომ: „ეს არის ეკონომიკური შეფუთვა, რომ საწვავიდან გადავიდეთ სხვა საშუალებებზე, თორემ ეს გამოსავალი არ არის.“

ექსპერტი (2) ამბობს, რომ:  „რა თქმა უნდა.“

ექპსერტი (7) ამოწმებს ფაქტს და ამბობს  რომ: „გავიაზროთ ის, თუ რამხელა ქარხნები დგას ასეთი მოძრავი ქონების უკან.“

ექსპერტი (7) ამბობს, რომ: „საინტერესოა ის ფაქტი, რომ დიფუზიის პრინციპს თუ გავყვებით, დაიწვება თუ არა შიგნით და გარეთ ბენზინი, სულ ერთია, ჰაერი მოძრაობს. სადღაც ბეთანიაში გამომუშავდება ჟანგბადი და თბილისში ჩამოდის ქარის მეშვეობით. ის რომ ახლოს არ მივიყვანოთ მანქანა, ეს შეიძლება არ ნიშნავდეს, იმას, რომ დიდხანს იცხოვრო, იმიტომ, რომ ჩამოვა თბილისში და მოიწამლება. ეს არის ლოკალური პრობლემა და არა გლობალური, თუმცა მაინც შეიძლება გარკვეული გზების ძიება.“

ექსპერტი (10) თქმით: „აუცილებელია განვითარდეს კონცეფციები, მნიშვნელოვანი წინადადებები და კარგად იყოს გამოტანილი ის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა პროექტის სრულყოფილი ანალიზისთვის, ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების ჭრილში, ევროკავშირსა და ჩინეთთან არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში, პროექტს შეუძლია უდიდესი როლი ითამაშოს, თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა თუ თავისუფალი ეკონომიკური ვაჭრობის განვითარების თვალსაზრისითაც .“

 

ფაქტი/ნარატივი. ბლოკი (8) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ენერგოეფექტური, ურბანული ქალაქისა და მავალი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.

 

ფოკუს ჯგუფში ექსპერტებმა გამოთქვეს მოსაზრებები და რეკომენდაციები, საავეჯე მასალების დამზადებასთან დაკავშირებით, მათ შორის მოიყვანეს ქართული და უცხოური მაგალითები და ისაუბრეს მასალის ფასზე, კარ-ფანჯარაზე თუ სხვა ბინის ურთიერთშემავსებელ კომპონენტებზე.

 

შეფასება/ინტერპრეტაცია (8) ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ენერგოეფექტური, ურბანული ქალაქისა და მავალი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.

 

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: „საქართველოში საქსტატი საწარმოების შესახებ სხვადასხვა მონაცემს მაძლევს, თუმცა მათგან 97% გადასულია საინჟინრო მერქანზე, საშუალო სიმკვრივის ფილები, რომ ვეძახით „MDF“-ს ასევე “DSP”, ეს ძირითად მასალადაა გამოყენებული. 95% მოსახლეობის ყიდულობს ასეთ ავეჯს. ახლანდელ მასალებში კი, 7-8%-ი წებოს შემცველობაა და მიუხედავად ამისა „MDF“-ში შედარებით მცირე რაოდენობით გვხდება ის.

ექსპერტი (1) ადასტურებს, რომ: „აქროლვადი წებო.“

ექსპერტი (2) საუბრობს, რომ: „ასეთ მასალებს თავისი დაშლის საშუალებები გააჩნია და წებო და აქროლვადი ნივთიერებები ჟონავს გარეთ. თბილისის ბაზარზე არის უფრო ძვირადღირებული მასალები, თითქმის 80%-აც კი, ეს არის ავსტრიული და შვეიცარიული კრონოშპანისა და ეგერის პროდუქცია. წებოდ კი ძირითადად პოლივინილ აცეტატს იყენებენ,  აი პევეა-ს რომ უძახიან. ამიტომ აუცილებელია, რომ საავეჯე მასალათა ფილები დაწიბოვნებული იყოს ყველა მხრიდან, რათა არ გაჟონოს მავნე ნივთიერებებმა, როდესაც ადამიანი მის ექსპლუატაციას ახდენს.”

ექსპერტი (1) ეხმიანება, რომ: ტუნგოს ზეთსა და წებოზე არ გიფიქრიათ?

ექსპერტი (2) ამბობს, რომ: ტუნგოს ხის წებო დასავლეთშია წარმოებული, მემგონი ძირითადად ლაქ-საღებავებში იყენებენ.

ექსპერტი (1) იმოწმებს, რომ: ნუ მშვენიერი წებო აქვთ. ჩვენ ეხლა ვმუშაობთ მაგ პროექტზეც მიმწებებელი გვინდა გავაკეთოთ და ნიმუშები გავაკეთოთ, ძალიან საინტერესო რამაა. ფუნგიციდური თვისებებიც გააჩნია ამ წებოს და უნდა გამოვცადოთ პრაქტიკაში.

ექსპერტი (2) თქმით: „ხისგან ნაკეთობებს ვაკეთებ და ვცდილობ, რომ გამოვიყენო ნატურალური ზეთები, კაკლის გლინტრიცი ის ზეთზე მზადდება. ეკოლოგიურად სუფთაა, ანტიბაქტერიალურია. ავსტრიაში მაქვს ნანახი, საოჯახო სასტუმროში ვცხოვრობდი და სახლი იყო ორსართულიანი და აბსოლუტურად ყველაფერი რაც იყო გაკეთებული მასალად მასიური ხე იყო გამოყენებული და სულ სხვა სუნი იდგა, თუმცა საქართველოში საწარმოო ტყეების არ არსებობის გამო, ეს მასიური მერქანი შეზღუდულია.

ექსპერტი (6) ამბობს, რომ: ნებისმიერ კითხვაზე პასუხი ყოველთვის ისტორიაშია ხოლმე,  ადრე არ ჰქონდათ სინთეტიკა, თუმცა რაც ჰქონდათ ხომ, ეგ იყო კარგი. ექსპერტი (2) ამბობს, რომ: მათ იცოდნენ, რა დროს უნდა მოეჭრათ ხე, რომ არ დაშაშრულიყო, არ დაბზარულიყო, ჭია არ გასჩენოდა და ა.შ.

ექსპერტი (1)  თქმით: რა თქმა უნდა დიდი მნიშნველობა აქვს, ხე სავსე მთვარემდე უნდა მოიჭრას თუ სხვა დროს? დაღმავალი ხეები არ უნდა იყოს რომ დეფექტები არ  გაუჩნდეს და სპეციფიკური მხარეების გათვალისწინებაა საჭირო, შემდეგ კი ჭია არ უჩნდება, არ ლპება და ა.შ.

ექსპერტი (2) თქმით: რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე ცოდნა დაიკარგა, როდესაც ადამიანმა ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში დაიწყო ცხოვრება…ყოველ წელიწადს გვაქვს მინიმუმ 10 მილიარდი მოჭრილი ხე… საქართველოში იძახიან, რომ წლიური მატება 8-10% გვაქვსო. ექვსი მთელი ხუთი მეათედი ტრილიონი ხე იყო დედამიწაზე ინდუსტრიალიზაციამდე, სამი ტრილიონი გაჩეხეს, დარჩა სამი მთელი ხუთი მეათედი ტრილიონი, ათას რვაას წელს იყო ერთი მილიარდი მოსახლეობა, დღეს არის შვიდი მთელი ექვსი მეათედი, ორიათას ორმოცდაათ წელს იქნება ცხრანახევარი და ორიათას ას წელს იქნება 11 მილიარდი. განახლებადზე ამდენს ვიძახით მაგრამ, წლიური მოხმარება არის 15 მილიარდი ხე, ის იჭრება, 5 მილიარდი ირგვება. მინუსი 10 მილიარდია…იაპონიის ტყე 67%-ით არის წარმოდგენილი, პრაქტიკულად ის 33%-ტი არის სავარაუდოდ ქალაქები, რკინიგზები, საავტომობილო გზები და სხვა დანიშნულების ობიექტები. ტყის საშუალო მსოფლიო მაჩვენებელი 27%-ტია, სასომხეთში 9,5%-ია და აზერბაიჯანში 11,5%-ია. ჩვენთან 40%-ტი გვაქვს, თუმცა არ არსებობს, მისი რეალური აღრიცხვიანობის მაჩვენებლები.

ექსპერტი (1) თქმით: პლასტმასმა ჩაანაცვლა ყველაფერი, საშინელი ტყვიის შემცველობით, რეალურად ბინაში რა შეგვაქვს, ამაზე არავინ ფიქრობს. როცა ვეუბნები, რამდენი კვადრატულია შენი სივრცე და ის მეუბნება რომ 100 კვ.მ-ია, მერე რას აპირებ და მეუბნება ლაქი უნდა წავუსვა. ბიჭო ამ 100 კვ.მ-ში 8 საათი გძინავს, ამდენ დროს ატარებ და მერე სიმსივნე საიდან გაუჩნდაო, მაგაზე არ საუბრობენ, იმიტომ, რომ ის ორთქლდება დროთა განმავლობაში, ვეუბნები ზეთი ცოტა ძვირია, ძნელად მოსავლელია, თუმცა ქე მაინც ნატურალურია, არ დაგაავადმყოფებს.

ექსპერტი (2) ხოდა წარმოიდგინეთ ამ ფანჯრებმა ის გააკეთა, რომ ჩვენ გერმეტულ სახლში ვცხოვრობთ და თქვენი თქმისა არ იყოს როცა ღრეჭო ჰქონდა ფანჯარას, იქ ჰაერი გადიოდ-გამოდიოდა. ბუნებრივი ვენტილაცია იყო.

ექსპერტი (6) მასალები პირველ რიგში მნიშვნელოვანია.

ექსპერტი (2) თქმით: წარმოიდგინეთ სულ პლასტმასს სუნთქავთ. პოლიმერიზაცია არ მთავრდება არასოდეს, იმიტომ, რომ გამხმარი პლასტმასი ხომ გინახავთ ის ტყდება  ხომ, მითუმეტეს პროცესი ძალიან საზიანოა. პლასტმასის მილებიდან წყლის დალევაც არასასურველია,  მათ შორის პლასტმასის ბოთლებიდან, რა ხდება კაცისშვილმა არ იცის. ეხლა განგაშია ატეხილი, წარმოიდგინეთ ადამიანმა შექმნა ძალიან დიდი ოდენობით ბოჭკო, სინთეტიკური მასალა, ეს უკანასკნელი აღმოჩნდა წყალში, მდინარიდან ზღვაში, მერე ოკენეში და ის ერთუჯრედიანი მცენარე არ უყურებს იმას, დაცურავს და ჭამს. მერე ის ხომ იმიტომ ჭამდა, რომ სასიცოცხლოდ მნიშნველოვანი იყო ეს მისთვის, მაგრამ შეცდა და გადაყლაპა, შემდეგ ადამიანში გადმოდის დაბინძურებული ორგანიზმის ხორცი და საბოლოოდ ჩვენც ვავადმყოფობთ. დღეს ლაპარაკია, იმაზე, რომ პლასტმასის მოხმარება შევზღუდოთ.

ექსპერტი (1) ბიოდეგრადირებად ნივთებზეც, რომ ვსაუბრობთ არანაკლებ საშიში და საფრთხის შემცველია. იმიტომ რომ ის მიკრონაწილაკებად, მიკროელემენტებად იშლება მალევე და სხვა კი 1000 წელიწადი რჩება. რადგან ეს ასე ხდება  მიკრონაწილაკები სწორედ მანდ მიდის. ბიოდეგრადირებადი ცელოფანი, ისეთი ეკოლოგიური არ არის, როგორც ჰიბრიდები და ელექტრომანქანები, იმიტომ, რომ იმათ იმდენი დააბინძურეს დამზადების დროს, რომ მთელი რესურსი რომ დავხარჯოთ, მაინც ვერ აბალანსებს იმ დაბინძურებას.

ექსპერტი (2) თქმით: მეორად მერქანს იყენებს, ბევრი იტალიური კომპანიაა.

ექსპერტი (1) თქმით: წეღან მეუბნებოდა, ბიო პროდუქტებში მეწარმე, რომ ხორბლის ნამჯისგან ხის ფიცრების დამზადებაა შესაძლებელი და ამ ყველაფერს წებო უზრუნველყოფს, ხოლო შემწებებლად უკვე გააჩნია რას გამოვიყენებთ. ბუნებრივ თემებამდე შეიძლება დავიდეთ ხომ, გამოვიყენებთ სინთეტიკურ წებოს, რომელიც აქროლვადია და მავნე ნივთიერებებს შეიცავს, თუ ბუნებრივი წებოთი შევასრულებთ ამ ყველაფერს. რაც უფრო ახლოსა და შეხებაშია ადამიანი ბუნებასთან, მით უფრო კარგად გრძნობს თავს.

ექსპერტი (2) რომ:  უცხოეთშია წასული ამდენი ადამიანი, ფულს ბიზნესში კი არ აბანდებს, ყიდულობს ბინას და კარგი თუ გაქირავდა ხომ ვნახე სარგებელი, თუ არა ჩემ შვილიშვილს მზითევად დარჩება და ასე შენდება უაზროდ მრავალი კომპლექსი. თუმცა, როცა საქართველოში ეკო ქალაქის საკითხებზე იწყებს ახალგზარდა საუბარს, რომ ჩვენ გვინდა ამ გზით სიარული… მე მიმაჩნია, რომ ეს არის დიდი მიღწევა, იმიტომ, რომ ეკოფსიქოლოგია, ეკოფილოსოფია ეს თავისთავად არ მოდის.

ექსპერტი (7) ყვება, რომ: „საერთოდ არავინ საუბრობდა ბიო პროდუქტის წარმოებაზე და ჩვენ დავიწყეთ მისი მოყვანა პირველად, 7-8 წლის უკან დავნერგეთ ის, დღეს მიწოდებას ვერ ავუდივართ, ისეთი მოთხოვნაა. გავა დრო და ესეთი ქალაქის მოწყობის საკითხებიც დადგება დღის წესრიგში და პირველი ნაბიჯები გადაიდგმება ამ ჭრილში.“

დასკვნა

 

 

1. საცხოვრებელ და სამუშაო ადგილას არსებული მდგომარეობა.

 

რესპოდენტთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დაბინძრებულია მათი საცხოვრებელი ადგილი, მდგომარეობა ძალიან მძიმეა და გამოსავლის ძიება საკმაოდ რთულია. რადგან უკვე აშენებულ კორპუსებში, ერთეულ ტერიტორიაზე მოსახლეობა აჭარბებს რეკომენდირებულ რიცხვს, რაც არასახარბიელო მდგომარეობაში აყენებს თითოეულ მცხოვრებს, რადგან შეზღუდულია პარკინგი, გადაადგილება და სხვა.

2. ეკო, მწვანე ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების ქალაქების მომავალი.

 

ურბანდაგეგმარებაში ძალიან მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მწვანე არქიტექტურა. ძალიან აქტუალური და საინტერესო მიმართულებაა მდგრადი განვითარება და თანამედროვე ინფრასტრუქტურის როლი ადამიანის კეთილდღეობაში, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ რა გარემოში ცხოვრობ და ვითარდები. ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიომ დიდი გამოცდილება დააგროვა თანამედროვე არქიტექტურული კომპლექსების შენებაში და უნდა ვისწავლოთ, წამყვანი ქვეყნებისგან ყველაფერი, როგორიცაა სინგაპური, სამხრეთ კორეა, მალაიზია.

3. მსოფლიო ტენდენციები მწვანე არქიტექტურულ კომპლექსების ირგვლივ, ადგილობრივ და საერთაშორისო გამოცდილებების მიმოხილვა დაავადებებისა თუ ფსიქოლოგიური აშლილობების ჭრილში. 

 

საინტერესო ფაქტია, რომ დახურულ სივრცეში ცხოვრება, ადამიანებისთვის ფსიქოლოგიურად უფრო მძიმეა ვიდრე გაშლილ სივრცეში. სწორედ ეს ქმნის იმის მოტივს, რომ მაღალ კამპუსებში წარმოდგენილია სხვადასხვა დახურული ბაღი ხოლმე. მზის ულტრაისფერი სხივების ქვეშ ყოფნა ადამიანისთვის ძალიან მნიშნველოვანია, აგრეთვე D-ვიტამინის შევსება, რადგან როგორც ჰელიოტროპებს ეს ჰაერივით გვჭირდება.

4. მსოფლიოში არსებული საშენი მასალების მიმოხილვა.

 

მინის არქიტექტურა, რომ არც ისე სასარგებლოა, მეცნიერები ამ დასკვნამდე ბოლო წლებია რაც მივიდნენ, რადგან მისი გათბობა-გაგრილება საკმაოდ ძვირი უჯდება მესაკუთრეს. ამიტომ მნიშნველოვანია გამახვილდეს ყურადღება, თანამედროვე ენერგოეფექტურ საშენ მასალაზე, რომელსაც შესწევს შესაძლებლობა, რომ უზრუნველყოს ბინაში სასურველი ტემპერატურა.

5. ეკოლოგიურად სუფთა ქალაქში, როგორიცაა კონცეპტუალური პროექტები: Lifecityland, ასევე Lifeinforestland  მზის ბატარიების, წყლისა და ქარის გენერატორების გამოყენების მიმოხილვა.

 

მზის ენერგიის ეფექტურად გამოყენებას დიდი მნიშნველობა აქვს, განახლებადი რესურსით, ადამიანს მეტი ეფექტიანობის შესაძლებლობა აქვს სხვადასხვა საქმეში, რომლის კეთების დროსაც ელექტროენერგია მნიშვნელოვან როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით, მეტად იხვეწება და ვითარდება მზის პანელები, მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი 100%-დან თითქმის 78%-მდე აღწევს. არსებობს სხვადასხვა სახის ბატარიები, ფორმის, ზომის, ავტომატიზაციის კუთხით და რაც დრო გადის, მით უფრო მცირდება მათი ზომა, ხოლო ენერგიის გარდაქმნა ელექტროენერგისა თუ გათბობის კუთხით იზრდება. მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება ქარის ტურბინებსაც, რომელთაც აუთვისებელ ტერიტორიებზე დგამენ, ზღვები, ოკეანეები.  რათა მათმა ფართობმა, არ დაჩრდილოს პროდუქტიული მიწა, რომელიც უფრო ეფექტიანად შეიძლება იქნას გამოყენებული.

6. რა ტენდენციებია მსოფლიოსა და საქართველოში ჟანგბადის გამომუშავებასთან დაკავშირებით, რომელთა მთავარ აღმდგენით წყაროს ხე-მცენარეები წარმოადგენენ.

 

საქართველოს რეგიონებში ჰაერი ისეა დაბინძურებული, რომ ჟანგბადის ჩასუნთქვის შედეგად მას სხვა მინარევებიც ჩასდევს, მძიმე მეტალები თუ სხვა არასასურველი ნივთიერებები. თუმცა აღსანიშნავია, სწორედ ის, რომ ჟანგბადის მოცულობა თბილისში ეს არის 19% მკაცრად და სახელმწიფოს, რომელსაც 40-45% აქვს რეგისტრირებული ტყე და ამის გარდა გატყევებული აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 20%-ტი. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ჟანგბადის ნაკლებობას ადგილი არ აქვს. პირიქით დაბინძურების მეტობაა და საჭიროა დროული პრევენციული ზომების გატარება.

 

7. ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ენერგოეფექტური, ურბანული ქალაქისა და მასში  მავალი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციის მიმოხილვა.

 

მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბდეს და შეფასდეს საინვესტიციო წინადადება, როგორც Lifecityland, ისე Lifeinforestland-ის, რაც თავისმხრივ ინვესტორს დაეხმარება, სწორად შეაფასოს, ღირს თუ არა ინვესტიის დაბანდება აღნიშნული ქალაქებში. თუმცაღა არანაკლები წვლილი შეიძლება ჰქონდეს ესკიზური პროექტის სოციალურ ეკონომიკურ ჭრილს, რადგან ასეთ ქალაქებში მაცხოვრებლებისთვის სიცოცხლის გახანგრძლივება, რამდენი მილიარდი დოლარი ღირს, ამის შეფასება შეუძლებელია. აუცილებელია ადამიანის ყოველგვარი ქმედება: რაც უკავშირდება გარემოს დაბინძურებას, ნებისმიერი სახის ნარჩენით დაბინძურებას, იქნას შეზღუდული და უფრო ეფექტიანი საშუალებებით ჩანაცვლებული, გადაადგილებისა და მუშაობის დროსაც კი.

8. რა ტენდენციებია მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში საავეჯე მასალების წარმოების კუთხით.

 

საქართველოში, დეესპესა „MDF“ და ემდეეფის „DSP” მასალების იმოპორტირება ხდება დიდი რაოდენობით, სამწუხაროდ ინდუსტრიული მერქანი და საწარმოო ტყეები ამჟამად არ გააჩნია  ქვეყანას, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი არჩევანია უცხოური მასალები, რომელიც აქროლვადი წებოთია შეკრული და მისი გაჟონვა, სხვადასხვა დაავადების რისკს ქმნის. ყველაზე ძვირფასი მასალებია ავსტრიული და შვეიცარიული კრონოშპანისა და ეგერის პროდუქცია. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ლაქ-საღებავებსა და მსგავს საშუალებებს ყიდულობს ადამიანი სახლისთვის. ყოველთვის უნდა გაითვალისწინონ, ის უკუეფექტი, რაც შეიძლება გამოიწვიოს გაუფრთხილებლობამ და ჯანმრთელობის გაუარესებამ, ქიმიური შენაერთებით გაჯერებული პროდუქტებით მოხმარების შედეგად. პატარა ბავშვების საძინებლები მაინც უნდა დამზადებული იყოს, ნატურალური ხისგან, რომელიც არ წამლავს და არ აავადებთ მათ. თუმცა თუ გამოსავალი არ არის და გსურთ, რომ ავეჯი შეიტანოთ სახლში, უნდა ეცადოთ, რომ საავეჯე დეტალები დაწიბოვნებულ იქნას ყველა მხრიდან, ასე უფრო უსაფრთხოდ იქნებით და თავიდან აირიდებთ წებოსა და აქროლვადი ნივთირებების მასალებიდან გაჟონვას, რაც ხელს შეგიწყობთ, მეტად ჯანსაღი ცხოვრების წლების გატარებაში.

 

წყარო: ეკოკვლევა 3, 2019 წ.

562
to-top